რამდენი ადამიანი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში - ახალი მონაცემები

ყველაზე მეტი ბრალდებული სხვადასხვა დანაშაულში პასუხისგებაში მისცეს თბილისში
Sputnik
თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს 3015 ადამიანი, საიდანაც 245 იხდიდა პირობით სასჯელს, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
„საქსტატის" მონაცემებით, ყველაზე მეტი ბრალდებული სხვადასხვა დანაშაულში პასუხისგებაში მისცეს თბილისში (1073), აჭარაში (474), და იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში (372).
ბრალდებულების საერთო რაოდენობიდან 16-ს წარედგინა ბრალი მკვლელობაში, 438-ს – ოჯახურ ძალადობაში, 38-ს – მძიმე დაზიანებების მიყენებაში, 15-ს – გაუპატიურებაში, 15-ს – სქესობრივ აქტში 16 წელს მიუღწეველ პირთან, 472-ს – მუქარაში, 573-ს – ქურდობაში, 499-ს – ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულებში, 39-ს – სამსახურებრივ დანაშაულებში.
სხვადასხვა დანაშაულის შედეგად დაზარალებულად იანვარში აღიარეს 2989 ადამიანი, საიდანაც უმრავლესობა 25–45 წლისაა. გარდა ამისა, სხვადასხვა დანაშაულის შედეგად დაშავდა 243 არასრულწლოვანი და 272 პენსიონერი.
დაზარალებულების საერთო რიცხვიდან 9% უცხოეთის მოქალაქეა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს