2022 წელს უფრო მეტი ბიჭი დაიბადა: „საქსტატის“ ახალი მონაცემები

„საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წელს შობადობა 7,9%-ით შემცირდა
Sputnik
თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. საქართველოში 2022 წელს დაახლოებით 42,3 ათასი ბავშვი დაიბადა, მათ შორის 21.897 ბიჭი და 20.422 გოგონაა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
უწყების ინფორმაციით, 2022 წელს შობადობა 7,9%-ით შემცირდა. შობადობის მხრივ პირველ ადგილზე დედაქალაქია – 2022 წელს თბილისში 14.202 ბავშვი დაიბადა. მეორე ადგილზეა აჭარა – 5.267, ხოლო მესამეზეა ქვემო ქართლი – 5.074 ბავშვი.
ახალშობილი
ყველაზე ნაკლები ბავშვი დაიბადა გურიაში (917), მცხეთა-მთიანეთისა (788) და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (266) რეგიონებში.
ამასთან 2022 წელს (2021 წელთან შედარებით) 1,7%-ით გაიზარდა ოჯახში პირველი შვილის გაჩენის რიცხვმა, ხოლო იმავე პერიოდთან შედარებით მეორე შვილის გაჩენის რიცხვი 2,1%-ით შემცირდა.
დედების საშუალო ასაკია 25-დან 34 წლამდე. ამასთან 2022 წელს შვილი გააჩინა 15 წელზე ნაკლები ასაკის შვიდმა დედამ, ხოლო 49 ბავშვი გააჩინეს 50 წელს გადაცილებულმა დედებმა.
წყარო - საქსტატი