ძალოსანი მარიამ მურღვლიანი მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი გახდა

მსოფლიო ჩემპიონატში 57 ქვეყნის 268 სპორტსმენი მონაწილეობს
Sputnik
თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. საქართველოს წარმომადგენელმა მარიამ მურღვლიანმა (81 კგ) ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე იუნიორთა შორის დურესში (ალბანეთ) მეორე ადგილი დაიკავა.
მარიამ მურღვლიანი ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე
მარიამმა, რომელსაც ძალოსნობის ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ჯანჯღავა წვრთნის, ვერცხლი სამ დისციპლინაში მოიპოვა: არაცში - 102 კგ, აკვრაში - 127 კგ, ორჭიდის ჯამში მარიამმა 229 კგ დააგროვა.
როგორც საქართველოს ძალოსნობის ფედერაციაში განაცხადეს, მარიამმა ქვეყნის რეკორდი ატაცში – 22, აკვრაში – 27, ხოლო ორჭიდის ჯამში 49 კგ-ით გააუმჯობესა.
მსოფლიო ჩემპიონატში 57 ქვეყნის 268 სპორტსმენი მონაწილეობს.