თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, იუწყება „პირველი არხი“.
30 წლის მიშა მაზანაშვილი გუშინ ბახმუტთან მომხდარ შეტაკებას ემსხვერპლა.
მისი ახლობლების ცნობით, მიშა მაზანაშვილი უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან იბრძოდა. უკრაინაში ის პოლონეთიდან გადავიდა, სადაც სამუშაოდ იყო წასული.
2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში 38 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებდა. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.