თბილისი, 1აპრილი — Sputnik. თბილისში 7.500-მდე აბონენტს 2 აპრილის 10:00 სთ-დან გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“.
კერძოდ, ბუნებრივი აირის გარეშე დარჩება ისნის რაიონის მოსახლეობის ნაწილი და კომერციული ობიექტები. გაზმომარაგების შეწყვეტა მეტროს სადგურ „ისანთან“ თბილისის მერიის მიერ გზის კეთილმოწყობის, უსაფრთხოების ბილიკების მოწყობით სამუშაოებს უკავშირდება.
კომპანიის ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 3 აპრილის 10.00 სთ-დან და დასრულდება 21.00 საათზე.
„თბილისი ენერჯი“ ბოდიშს უხდის მომხმარებელს შექმნილი დისკომფორტის გამო.