ხანძარი თბილისის ცენტრში მდებარე დიდ სასტუმროში - ფოტო

სასტუმრო „ამბასადორის“ ზედა სართულზე დიდი ხანძარი გაჩნდა. ხანძრის სალიკვიდაციოდ ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველთა დიდი ჯგუფი და სპეცტექნიკა
Sputnik
ძლიერი ქარის გამო მეზობელ შენობებზე ხანძრის გავრცელების საფრთხე შეიქმნა. ხანძრის ლოკალიზება 2 საათის შემდეგ მოხერხდა. ხანძრის გაჩენის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და ზარალის დათვლა.
1 / 12

მეხანძრეები რომ დროულად არ მისულიყვნენ, სასტუმრო მთლიანად დაიწვებოდა

2 / 12

თუმცა მეხანძრეები ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ

3 / 12

ხანძართან საბრძოლველად დამატებითი ეკიპაჟები გამოიყო

4 / 12

ისინი კერის ლიკვიდაციას თითქმის ორი საათის განმავლობაში ცდილობდნენ

5 / 12

სასტუმროს შენობა შენარჩუნდა

6 / 12

არსებობდა საფრთხე, რომ ხანძარი მეზობელ შენობებზე გავრცელებულიყო

7 / 12

ამიტომ მეხანძრეები მაქსიმალურად სწრაფად მუშაობდნენ, რათა ისტორიულ ნაგებობებს ზიანი არ მიდგომოდა

8 / 12

ხანძარი ლიკვიდირებულია, ახლა ზარალის დათვლა მიმდინარეობს

9 / 12

ხანძრის გაჩენის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

10 / 12

ხანძრის ლიკვიდაციას ქუჩაში გამვლელები აკვირდებოდნენ

11 / 12

შენობის თავზე ბოლი ქალაქის ბევრი წერტილიდან შეიმჩნეოდა

12 / 12

ასე გამოიყურება სასტუმრო „ამბასადორი“ ხანძრის შემდეგ