მსოფლიო დღეს

პუტინმა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა

პუტინის თქმით, საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია გახდება კარგი დოქტრინალური საფუძველი საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში შემდგომი მუშაობისთვის.
Sputnik
თბილისი, 31 მარტი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის საგარეო პოლიტიკის განახლებული კონცეფციის დამტკიცების შესახებ. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საფუძვლად დაედება ქვეყნის პრაქტიკულ ქმედებებს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში.

„მივიღეთ დაბალანსებული დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედება ჩვენს პრაქტიკულ ქმედებებს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში“, – განაცხადა პუტინმა.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია ასევე გახდება კარგი დოქტრინალური საფუძველი საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში შემდგომი მუშაობისთვის.
პუტინმა ასევე სთხოვა კოლეგებს, რომლებიც მონაწილეობენ საერთო საგარეო პოლიტიკის კურსის განხორციელებაში, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ კონსტრუქციულად განწყობილ პარტნიორებთან კავშირების გაფართოებას და არამეგობრული სახელმწიფოების მხრიდან რუსეთის მიმართ მტრულ პოლიტიკაზე უარის თქმისთვის პირობების ფორმირებას.