მსახიობი ზაზა მიქაშავიძე გარდაიცვალა

Sputnik
თბილისი, 31 მარტი – Sputnik. გარდაიცვალა მსახიობი და რეჟისორი ზაზა მიქაშავიძე, ინფორმაციას მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი ავრცელებს.
„თუმანიშვილის თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მოამაგე. ზაზა მიქაშავიძე იყო მიხეილ თუმანიშვილის საუკეთესო მოწაფე, მისი მუდმივი თანამოაზრე და ერთგული მეგობარი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ზაზა მიქაშავიძე დაიბადა 1954 წლის 8 სექტემბერს. დაარსების დღიდან მუშაობდა თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში.
იგი გადაღებულია ფილმებში: „დათა თუთაშხია“; „კარიერი“; „სახლი ლესნაიაზე“; „მარადისობის კანონი“; „ტერანგი“; „ახალი არკადია“; „ბრავო, ალბერ ლოლიშ!“; „ვამეხი მოდის (დაკარგული საგანძურის საძებნელად)“; „ქველი (კეთილისმყოფელი)“; „ტურანდოტი“; „მარტოხელა მონადირე“; „ვალსი პეჩორაზე“; „ვირთხა“; „დათქმულ დღეს“; „ანას დაბადების დღე“.