თბილისი, 31 მარტი — Sputnik. თბილისში, შავთელის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ამბასადორში“ ძლიერი ხანძარია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი სასტუმროს ბოლო სართულზე გაჩნდა. ამ დროისათვის სასტუმროში მყოფი ყველა პირი ევაკუირებულია.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული.