თბილისი, 30 მარტი – Sputnik. გორის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლის მიერ მე-7 კლასის მოსწავლის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს მასწავლებელი მოსწავლეს თავსა და ხელებზე. ვიდეო ერთ-ერთმა მოსწავლემ გადაიღო და შემდეგ სოციალურ ქსელში განათავსა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა საკითხში გარკვევა.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გეოგრაფიის 69 წლის პედაგოგი სოფელ ფლავის სკოლიდან გაათავისუფლეს, ხოლო ცემის ფაქტს საგამოძიებო ორგანო სწავლობს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით არის დაწყებული.