მსოფლიო დღეს

მორწმუნეებმა კომისიის წევრები კიევ-პეჩორის ლავრაში არ შეუშვეს

Sputnik
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. კიევ-პეჩორის ლავრაში მონასტრის სარგებლობაში არსებული ობიექტების მიღება-ჩაბარების კომისიის წევრები მივიდნენ, მაგრამ მორწმუნეებმა მათ შენობებში შესვლის საშუალება არ მისცეს, იტყობინება „რია ნოვოსტი“ ონლაინ-გამოცემა Strana.ua-ზე დაყრდნობით.

„ნაკრძალ კიევ-პეჩორის ლავრის კომისიის წევრებმა, რომლებსაც ლავრის შენობების მიღება-ჩაბარება უნდა განეხორციელებინათ, ისე დატოვეს ადგილი, რომ მუშაობა ვერ დაიწყეს“, — წერს გამოცემა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქოს) მრევლმა კომისიის წევრებს ალყა შემოარტყა და არ შეუშვა იმ შენობებში, რომელთა შემოწმებაც სურდა კომისიას. ამასთან ლავრაში ისმოდა ნაბათის ხმა, რითაც მორწმუნეებს შეკრებისკენ მოუწოდებდენ.
მარტის დასაწყისში კიევ-პეჩორის ლავრის ნაკრძალის დირექტორატმა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან (UOC MP) უვადო იჯარა შეწყვიტა და ბერებს 29 მარტამდე მონასტრის დატოვება უბრძანა. UOC MP-ის სინოდის წევრები მიტროპოლიტ ონუფრის ხელმძღვანელობით 20 მარტს უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან მივიდნენ თავიანთი პოზიციის დასაფიქსირებლად, მაგრამ ზელენსკიმ უარი თქვა მათ მიღებაზე.
ამის გამო მიტროპოლიტმა პაველმა პრეზიდენტ ზელენსკის მიმართა და ღმერთის სახელით დაემუქრა მას და მის ოჯახს.