საქართველოს და ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა - ფოტო

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩი საქართველოსა და ნორვეგიას შორის ფრედ დასრულდა.
Sputnik
შეხვედრა „ბათუმი არენაზე“ გაიმართა.
ვილი სანიოლის აღსაზრდელებისთვის პირველი ტაიმი წარუმატებელი იყო. მე-15 წუთზე სტუმრებმა ანგარიში გახსნეს. მეორე ტაიმში ქართულმა გუნდმა მოწინააღმდეგის პრესინგი დაიწყო. 61-ე წუთზე კვეკვესკირის გადაცემის შედეგად გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა.
შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 1:1.
1 / 12

ბათუმში ევრო-2024-ის შესარჩევ მატჩში ერთმანეთს საქართველოს და ნორვეგიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ

2 / 12

მატჩი „ბათუმი არენაზე“ გაიმართა

3 / 12

პირველი ტაიმი ქართველი სპორტსმენებისთვის წარუმატებელი იყო

4 / 12

მე-15 წუთზე ანგარიში გახსნა ნორვეგიელმა ფორვარდმა ალექსანდ სერლოტმა

5 / 12

ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდა კვარაცხელიას, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა

6 / 12

პირველი ტაიმი დასრულდა ანგარიშით 0:1 ნორვეგიის სასარგებლოდ

7 / 12

შეხვედრის მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა პრესინგს მიმართა

8 / 12

გუნდი გააქტიურდა, განსაკუთრებით გამოირჩეოდა გიორგი მიქაუტაძე

9 / 12

61-ე წუთზე კვეკვესკირის გადაცემის შედეგად მიქაუტაძემ ანგარიში გაათანაბრა

10 / 12

მატჩის შემდეგ საქართველოს და ნორვეგიის ნაკრებები ევრო-2024-ის შესარჩევი ეტაპის A ჯგუფში თითო ქულით მესამე და მეოთხე ადგილებს ინაწილებენ

11 / 12

3-3 ქულა აიღეს შოტლანდიისა და ესპანეთის ნაკრებებმა. ქულა ჯერ არ აქვს მხოლოდ კვიპროსის გუნდს

12 / 12

მომდევნო მატჩში 17 ივნისს საქართველოს ნაკრები გასვლაზე ეთამაშება კვიპროსს, რომელსაც ქართველი სპეციალისტი თემურ ქეცბაია წვრთნის