თბილისი, 29 მარტი — Sputnik. მეწყრის გამო რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეზღუდვა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელი საავტომობილო გზის 1 კმ-ზე განვითარებული მეწყრული პროცესების გამო დაწესდა.
აღნიშნულ საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.