ახალგაზრდა ქართველი მოცურავე Fina-ს რეიტინგში მესამე ადგილზე გავიდა

ცურვის ევროპული ლიგის (LEN) რეიტინგში ნოე ფანცხავა პირველ ადგილზეა.
Sputnik
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. ქართველი მოცურავე ნოე ფანცხავა ცურვის საერთაშორისო ფედერაციის (Fina) მიერ გამოქვეყნებულ 18-წლამდე მოცურავეთა მსოფლიო რეიტინგში მე-3 ადგილს იკავებს.
ფანცხავა გავიდა მესამე ადგილზე 50 მეტრზე გულაღმა ცურვაში.
სპორტის ამ სახეობის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი მოცურავე ასეთ მაღალ პოზიციაზეა.
ხოლო ცურვის ევროპული ლიგის (LEN) რეიტინგში ნოე ფანცხავა პირველ ადგილზეა.
ქართველმა მოცურავემ ამას წინათ თურქეთის ქალაქ ედირნეში მიმდინარე თასის (Edirne 1st Swimming İnternational Open Cup) გათამაშებაზე 50 მეტრზე გულაღმა სტილით ცურვაში იუნიორების კატეგორიაში ოქროს, ხოლო გუნდურში - ვერცხლის მედალი მოიპოვა.