2015 წელს ფაროსანამ დასავლეთ საქართველოში თხილის, ციტრუსებისა და სიმინდის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. გარკვეული დროის შემდეგ ქართველმა სპეციალისტებმა მიაგნეს ფაროსანასთან ეფექტური ბრძოლის მეთოდს, რომელიც ახლაც საუკეთესოდ მიიჩნევა. საქართველომ გამოცდილება სხვა ქვეყნებს გაუზიარა.
დღეისათვის როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, საზოგადოებას უკვე ენატრება პერიოდი, როდესაც ფაროსანა ქვეყნის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენდა.