თბილისი, 28 მარტი – Sputnik. იტალიის ქალაქ ბარიში 32 წლის ქართველი ქალი ყელის არეში დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალს შუახნის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ მისი დაკავება მალევე მოახერხა.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“