თბილისი, 28 მარტი — Sputnik. გორში, კომბინატის დასახლებაში, ერთ-ერთი კორპუსის სხვენში, კაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება „მთავარი არხი“.
ადგილობრივებმა სადეზინფექციო სამსახური მას შემდეგ გამოიძახეს, რაც არასასიამოვნო სუნმა შეაწუხათ. ცხედარიც სწორედ სადეზინფექციო სამუშაოების დროს იპოვეს.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი უსახლკარო იყო და ღამეს სხვენში ათევდა.