მსოფლიო დღეს

სროლა აშშ-ს სკოლაში - არიან დაღუპულები და დაჭრილები

სულ მცირე ოთხი ადამიანი, მათ შორის მსროლელი, დაიღუპა Covenant School-ში, იტყობინება ადგილობრივი ტელევიზია.
Sputnik
თბილისი, 27 მარტი – Sputnik. ოთხი ადამიანი დაიღუპა ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილის სკოლაში სროლის შედეგად, იტყობინება ადგილობრივი ტელეარხი WKRN News.
„სულ მცირე ოთხი ადამიანი, მათ შორის მსროლელი, დაიღუპა Covenant School-ში“, - იტყობინება ტელეარხი.
ქალაქის სასწრაფო სამსახურებში კი მხოლოდ დაშავებულების ჰოსპიტალიზაციაზე საუბრობენ.
„ვახდენთ რეაგირებას Covenant School-ის აქტიურ მოძალადეზე. ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ რამდენიმე პაციენტი გვყავს“, - განაცხადა ქალაქის სახანძრო დეპარტამენტმა Twitter-ზე.