ლავროვი: დასავლეთი გამოქვაბულის პერიოდის რუსოფობიაში ჩაეფლო

Sputnik
თბილისი, 27 მარტი — Sputnik. მოსკოვი დასავლეთთან ურთიერთობის პერსპექტივებს მაშინ განსაზღვრავს, როდესაც მისი ლიდერები გამოფხიზლდებიან, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირე ქვეყნების ამჟამინდელი ლიდერები „გამოქვაბულის პერიოდის რუსოფობიაში“ არიან ჩაფლული და ამ ყველაფერს ისევ საკუთარი საზოგადოებების პრობლემებს სწირავენ მსხვერპლად.

„თუ და როდესაც ისინი გამოფხიზლდებიან, ჩვენ მათთან შემდგომი ურთიერთობების პერსპექტივებს განვსაზღვრავთ, ოღონდ, რა თქმა უნდა, ჩვენივე საკუთარი პირობებით“, — განაცხადა რუსმა მინისტრმა.

ამასთან ლავროვს მიაჩნია, რომ კოლექტიური დასავლეთის ძალისხმევებს რუსეთის იზოლაციისთვის წარმატება არ მოჰყოლია.
„რუსეთის საერთაშორისო იზოლაციისთვის ჩვენი მტრების ტიტანური ძალისხმევის მიუხედავად, მათი მცდელობა ჩავარდა. ამას, მართალია, უხალისოდ, მაგრამ არამეგობრული ქვეყნების მმართველი წრეების წარმომადგენლებიც აღიარებენ", – განაცხადა მან.
სერგეი ლავროვმა აღნიშნულ თემაზე გორჩაკოვის სახელობის სახალხო დიპლომატიის მხარდამჭერი ფონდის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.