ქართველმა ძიუდოისტებმა გრანდ სლემის ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს - ფოტო

გრანდ სლემის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა გუნდურ შეფასებაში მედლების რაოდენობით პირველი ადგილი დაიკავა.
Sputnik
თბილისში 24-26 მარტს მიმდინარე გრანდ სლემის ტურნირში მონაწილეობდა 419 სპორტსმენი 61 ქვეყნიდან.
1 / 18

გრანდ სლემში 61 ქვეყნის 419 სპორტსმენი მონაწილეობდა. ფოტოზე - ვაჟა მარგველაშვილი ბრინჯაოს ვერცხლისთვის ბრძოლისას

2 / 18

გრანდ სლემი 2023 თბილისში სავსე ტრიბუნებით გაიმართა. გულშემატკივრები საკუთარ გუნდს აქტიურად უჭერდნენ მხარს

3 / 18

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ყველაზე მეტი მედალი მოიპოვა. ფოტოზე - ილია სულამანიძე ოქროს მედლისათვის ბრძოლაში იმარჯვებს

4 / 18

ქართველმა სპორტსმენებმა ჯამში მოიპოვეს სამი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი

5 / 18

ტურნირის პირველ დღეს ვერცხლის მედალი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა (60 კგ)

6 / 18

მეორე დღეს ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ)

7 / 18

შეჯიბრების შემდეგ ლაშა შავდათუაშვილმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისათვის

8 / 18

ბოლო დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა სამი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მიიღეს

9 / 18

სპორტსმენები საკუთარი ჯილდოებით

10 / 18

ასე აღნიშნა გელა ზაალიშვილმა ოქროს მედლის მოპოვება

11 / 18

ზაალიშვილმა თურქი მუნირ ერთუღი დაამარცხა

12 / 18

ტურნირის ბოლო დღეს 90 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მოსაპოვებლად ფინალში იბრძოლეს ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ

13 / 18

ბექაურისა და მაისურაძის დაპირისპირება ძალიან დაძაბული იყო

14 / 18

საბოლოოდ გამარჯვება ლაშა ბექაურს დარჩა

15 / 18

შესაბამისად, ბექაურმა მიიღო ოქროს მედალი, მაისურაძემ კი - ვერცხლი

16 / 18

ილია სულამანიძის ბრძოლა ფინალში

17 / 18

ფოტოზე - სულამანიძე გამარჯვებას ზეიმობს

18 / 18

სულამანიძესთან ერთად კი გამარჯვებას აღნიშნავდა ასობით ქომაგი ტრიბუნებზე