თბილისში ათასობით ოჯახი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩება

გაზის მიწოდება შეწყდება კვირას დილის 10 საათზე და აღდგება 27 მარტს 10:00–დან 22:00 საათამდე.
Sputnik
თბილისი, 26 მარტი – Sputnik. გაზგამანაწილებელმა კომპანია Tbilisi Energy–მ განაცხადა, რომ საგზაო სამუშაოების ჩატარების გამო დაახლოებით 8 ათასი აბონენტი 24 საათზე მეტი დროის განმავლობაში ბუნებრივი აირის გარეშე დარჩება.
კომპანიის ინფორმაციით, საგზაო სამუშაოები ჩატარდება მეტროს სადგურ „ისანთან“, რის გამოც 26 მარტს, 10:00 საათიოდან გაზის მიწოდება შეუწყდებათ ახლო მდებარე ქუჩების მოსახლეობას, მათ შორის, ქეთევან წამებულის გამზირის, მოსკოვის გამზირისა და კახეთის გზატკეცილის ნაწილს.
გაზი არ მიეწოდებათ კომერციულ ობიექტებს, სამედიცინო დაწესებულებებსა და კვების ობიექტებს, ასევე სს „თბილისის თამბაქოს“, ავტოსადგურებს, ბანკებსა და სასტუმროებს.
გაზის მიწოდების აღდგენა მოხდება 27 მარტს 10:00–დან 22:00 საათამდე.