ბაიდენმა მისისიპის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

დაზარალებულ მოსახლეობას გრანტების სახით ფედერალური დაფინანსება ექნებათ
Sputnik
თბილისი, 26 მარტი – Sputnik. აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მისისიპის შტატში დამანგრეველი შტორმის შემდეგ საგანგებო რეჟიმის დაწესების შესახებ განაცხადა, ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
„კვირას დილით პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შტატ მისისიპიში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა და შტატის დასახმარებლად ფედერალური დახმარების განკარგულება გასცა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ბაიდენის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მცხოვრებლებს გრანტის სახით წარედგინებათ ფედერალური დაფინანსება დროებით საცხოვრებელზე, სახლების აღსადგენად, შეღავათიანი კრედიტი დაუზღვეველი დანაკარგის დასაფარად და სხვ.

ამერიკული მასმედიის ინფორმაციით, შტატში სტიქიას 23 ადამიანი ემსხვერპლა.