თბილისი, 26 მარტი - Sputnik. სურამში ხალხი ქუჩაში სასმელი წყლისა და გზის პრობლემის მოთხოვნით გამოვიდა.
აქციის მონაწილეებმა წყლის საკითხის უმოკლეს ვადებში მოგვარება ითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან. მოსახლეობას გზისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემებიც აწუხებს.
„კანალიზაცია არ გვაქვს, წყალი გააკეთეს, მაგრამ როცა მოდის ტალახიანი წყალი მოდის, ზოგჯერ სულ არ მოდის. ჩვენთან არ აკეთებენ გზას, ორი ლუკმა პურის ფული რომ ვიშოვოთ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ადგილობრივების განცხადებით, ინფრატსრტუქტურული პრობლემების გამო ტურისტულ ზონაში დამსვენებლების ნაკლებობაცაა.
აქციის მონაწილეების მტკიცებით, პრობლემის მოგვარების მოთხოვნით მათ ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.