საზარელი მკვლელობა მუხიანში - ბრალდებულმა სასამართლოს თხოვნით მიმართა

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მსხვერპლს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.
Sputnik
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ მუხიანში ხანდაზმული მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ დანაშაული ჩაიდინა, ვინაიდან მოკლული მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა და ემუქრებოდა. ამასთან დაკავშირებით მან სასამართლოს თხოვნით მიმართა.
„უვადო პატიმრობა არ მომისაჯოთ“, - მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 22 მარტს, ჩხუბის დროს, ბრალდებულმა მსხვერპლს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ის ადგილზე გარდაიცვალა, ბრალდებული კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის იმავე დღეს დააკავეს.
საზარელი მკვლელობა მუხიანში - საქმეში ახალი დეტალები გაჩნდა >>
მედიის ცნობით, მოკლულს სხეულზე დანით მიყენებული 50-მდე ჭრილობა აღმოაჩნდა.
ბოროტმოქმედს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.