ფეხბურთი: საქართველოს ნაკრებმა მონღოლეთი გაანადგურა

Sputnik
თბილისი, 25 სექტემბერი − Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ბათუმის ახალ სტადიონზე მონღოლეთის გუნდს ამხანაგურ შეხვედრაში ანგარიშით 6:1 მოუგო.
ანგარიში მე-15 წუთზე გაიხსნა – დავით ვოლკოვმა საქართველოს ნაკრები დააწინაურა – 1:0. ამის შემდეგ ქართველებს გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდათ, მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ტაიმის დასასრულს კი მონღოლებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს - მე-40 წუთზე გოლი ბატბოლდმა გაიტანა. გუნდები შესვენებაზე ანგარიშით 1:1 გავიდნენ.
მეორე ტაიმის დასაწყისში ჩაკვეტაძემ ორ წუთში დუბლი შეასრულა. ამის შემდეგ ქართველებმა უპირატესობა საკუთარ ხელში აიღეს და სბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 6:1 დაამარცხა.
28 მარტს კი ისევ ბათუმში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი ნორვეგიის წინააღმდეგ გაიმართება.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები კენჭისყრის შედეგად А ჯგუფში მოხვდა ესპანეთთან, შოტლანდიასთან, ნორვეგიასთან და კვიპროსთან ერთად.