„დედამიწის საათი“: საქართველო მსოფლიო კამპანიას შუერთდა

Sputnik
თბილისი, 27 მარტი - Sputnik. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია 25 მარტს მსოფლიო კამპანიას „დედამიწის საათი“ შეუერთა.
„დედამიწის საათი“ - ყოველწლიური საერთაშორისო ეკოლოგიური აქციაა, რომელიც ველური ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით მარტის ბოლო ან ბოლოსწინა შაბათს იმართება. ორგანიზატორები მთელი მსოფლიოს მოსახლეობას მოუწოდებენ, აქციის მსვლელობისას ერთი საათით გამორთონ დენი და საყოფაცხოვრებო ელექტრომოწყობილობები და ამით გააღვივონ ინტერესი კლიმატური ცვლილებების, ბუნების დაბინძურების და სხვა ეკოლოგიური თემების მიმართ.
საქართველო დანარჩენ სამყაროსთან ერთად შეუერთდა ღონისძიებას და 20:30 საათიდან 21:30 საათამდე ბუნების მოყვარულებს შეუძლიათ გამოხატონ მხარდაჭერა და დროებით გამორთონ შუქი თავიანთ ბინებში.