„ჩემი გაზაფხული 2023“: თბილისის ცენტრში მოძრაობა შეიზღუდება

შეზღუდვა იმოქმედებს დოდო აბაშიძის ქუჩის კვეთიდან კიევის ქუჩის კვეთამდე.
Sputnik
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე კვირას, 26 მარტს ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება, ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.
შეზღუდვა უკავშირდება ღონისძიებას „ჩემი გაზაფხული 2023“, რომლის ფარგლებში 11:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე დავით აღმაშენებლის გამზირზე გაიმართება გარბენი.
შეზღუდვა იმოქმედებს დოდო აბაშიძის ქუჩის კვეთიდან კიევის ქუჩის კვეთამდე.
„მარჯანიშვილის ქუჩიდან ჯემალ ჭკუასელის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ კოტე მარჯანიშვილისა და დიმიტრი უზნაძის ქუჩების გამოყენებით. ხოლო კიევის ქუჩიდან დავით აღმაშენებლის გამზირისა და ჯემალ ჭკუასელის ქუჩის მიმართულებით მოძრაობის სქემა დარჩება უცვლელი“,– აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
ღონისძიების მიმდინარეობისას დავით აღმაშენებლის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს უცვლელად, მოქმედი მარშრუტის შესაბამისად.
ღონისძიების ორგანიზატორია ჩუღურეთის რაიონის გამგეობა.