საქართველოს საზღვართან ორი მიწისძვრა მოხდა

პირველი მიწისძვრა 4,5 მაგნიტუდის, მეორე კი 4,1 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.
Sputnik
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში საათ-ნახევრის ინტერვალით ორი მიწისძვრა დაფიქსირდა, იუწყება საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
ცენტრის ინფორმაციით, პირველი მიწისძვრა 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრით თბილისის დროით 11:09 საათზე საქართველოს საზღვრიდან 159 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 8 კილომეტრის სიღრმეში იყო.
4,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მეორე მიწისძვრა თბილისის დროით 12:27 საათზე ასევე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან 35 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 49 კილომეტრის სიღრმეში იყო.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
საქართველო – საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი – 7-ბალიანი მაგნიტუდის მიწისძვრა 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.
2022 წლის თებერვალში საქართველოში ბოლო დროის ყველაზე ძლიერი – 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
წყარო - საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.