მსოფლიო დღეს

მთავრობა „გატეხილ გულებზე“ იზრუნებს: ამუშავდა პროგრამა Love Better

Sputnik
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც საყვარელ ადამიანთან განშორების გამო ტკივილი მიადგათ, ახალი ზელანდიის მთავრობამ პროგრამა Love Better აამუშავა, რომლისთვისაც 6,4 მლნ ახალზელანდიური დოლარი (6 მლნ აშშ დოლარი) გამოიყო, იუწყება რადიო RNZ.
გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამის მიზანია ოჯახებში შემდგომი სავარაუდო ძალადობის პრევენცია, რაც ზელანდიისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება.
ხელისუფლებამ Love Better-ის ამუშავება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 2022 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყანაში 16-დან 24 წლამდე ასაკის ადამიანების 62%-ზე განშორებამ მძიმე ზეგავლენა მოახდინა. ამასთან გაირკვა ისიც, რომ აქედან 72%-მა ან საკუთარ თავს და ან სხვას ფიზიკური ზიანი მიაყენა.
ქვეყნის სოციალური განვითარების სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ახალგაზრდების მარდამჭერი პროგრამა გააუმჯობესებს მათ მდგომარეობას და ასევე დამოკიდებულებას მომავლის მიმართ.

„ჩვენ ვიცით, რომ განშორება ტკივილს აყენებს ადამიანებს. გვსურს დავეხმაროთ ჩვენს ახალგაზრდებს ტკივილთან გამკლავებაში. გავაგებინოთ, რომ არსებობს გამოსავალი სხვისთვის ან საკუთარი თავისთვი ზიანის მიუყენებლად“, — აღნიშნა სამინისტროს წარმომადგენელმა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, Love Better არცერთ სხვა ქვეყანაში არ ყოფილა აპრობირებული, მაგრამ ახალ ზელანდიას აუცილებლად ესაჭიროება ინოვაციური მიდგომები, რათა „სამარცხვინო სტატისტიკის ჩაკეტილი წრე“ გაარღვიოს.