მძღოლების საყურადღებოდ: თბილისის ცენტრში მოძრაობა შეიზღუდება

შეზღუდვა დაგეგმილ სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.
Sputnik
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. თბილისში, ორბელიანისა და ფურცელაძის ქუჩების კვეთაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.
დაგეგმილი სამუშაოების გამო შეზღუდვა 25 მარტის 08:00-დან 27 მარტის 08:00 საათამდე იმოქმედებს ორბელიანის ქუჩიდან მტკვრის ქუჩის მიმართულებით მოძრაობაზე.
სამუშაოების განმავლობაში მძღოლები ორბელიანის ქუჩიდან გადაადგილებას შეძლებენ რენა აბჟანდაძის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით, შემდეგ კი გზას ბარათაშვილისა და ათონელის ქუჩების გამოყენებით გააგრძელებენ.
წყარო - თბილისის მერია