მსოფლიო დღეს

საპენსიო რეფორმაზე საუბრისას მაკრონმა ფარულად მოიხსნა ძვირადღირებული საათი - ვიდეო

Sputnik
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა France 2-სა და TF1-თან სატელევიზიო ინტერვიუს დროს, რა დროსაც არაპოპულარული საპენსიო რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობდა, მაგიდის ქვეშ ფარულად მოიხსნა ძვირადღირებული საათი, იუწყება Liberation.
საუბარია FP Journe-ს 80 ათას ევროდ ღირებულ მაჯის საათზე.
მაკრონის ამ ჟესტმა სოციალურ ქსელებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. Liberation-ის ცნობით, ბევრმა ეს მოქალაქეების „პენსიებით შეძენილი ფუფუნების საგნის“ დამალვის მცდელობად მიიჩნია.
როგორც მაკრონის გარემოცვაში განმარტეს, პრეზიდენტი „წელიწად-ნახევარზე მეტია, რაც Bell & Ross-ის მარკის საათს ატარებს, რომელიც რესპუბლიკის პრეზიდენტის გერბითაა შემკული“. ამის დასტურად მათ ოფიციალური ვიზიტებისას გადაღებული მრავალრიცხოვანი ფოტო მოიშველიეს.

„სოციალურ ქსელებში ნათქვამისგან განსხვავებით, პრეზიდენტი საათს იხსნის არა დასამალად, არამედ იმიტომ, რომ მანამდე მაგიდაზე მოუხვდა ძლიერად. საათის მოხსნამდე რამდენიმე წამით ადრე აშკარად ისმის დარტყმის ხმა“, — განაცხადა France Info-სთან საუბრისას პრეზიდენტის წარმომადგენელმა.

ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ საათ Bell & Ross-ის არაპერსონიზებული ვერსიები 2400 ევროზე მეტი არ ღირს.
საფრანგეთში უკვე რამდენიმე კვირაა არ წყდება საპროტესტო აქციები საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ, რომელიც საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე ეტაპობრივ ზრდას ითვალისწინებს. 16 მარტს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა საპენსიო რეფორმა პარლამენტის გვერდის ავლით მიიღო. ოპოზიციურმა პარტიებმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადეს, მაგრამ ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოგროვეს. საპროტესტო აქციების ფონზე პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა 2019 წლის შემდეგ. მიუხედავად ამისა, საპენსიო რეფორმის ამოქმედებას ის წლის ბოლომდე ელოდება.