კორეელები დარწმუნებული არიან, რომ „ლაფშა“ (ჩვენებურად ატრია) დღეგრძელობის სიმბოლოა, წვნიანი კი — მისი გარანტია.
ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ კორეაში წელიწადისა და დღის ნებისმიერ დროს მიირთმევენ კუქსუს (იგივე კუქსი), ატრიის წვნიანს, რომელიც ხორცითაც მზადდება, თევზითაც, პარკოსნებითაც და ბოსტნეულითაც — გემოვნების მიხედვით.
ქვემოთ ხორციანი კუქსუს რეცეპტს გთავაზობთ. მართალია, მის მომზადებას ცოტა დიდი დრო სჭირდება, მაგრამ უკეთესს ბევრს ვერაფერს მიირთმევთ.
კლასიკური კუქსუს 4 ულუფის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ხორბლის „ლაფშა“ – 400 გრამი;
ხორცი (ძროხის ან ღორის) — 600 გრამი;
სოიოს ყლორტები — 200 გრამი;
პომიდორი — 600 გრამი;
კიტრი (ახალი) — 400 გრამი;
პეკინური კომბოსტო (ან უბრალოდ თეთრთავა კომბოსტო) — 60 გრამი;
ყვითელი ბულგარული წიწაკა — 50 გრამი;
მწვანე ბულგარული წიწაკა — 50 გრამი;
ბოლოკი — 40 გრამი;
ზეთი — საჭიროების მიხედვით;
სეზამის მარცვლები (მოხალული) — გემოვნებით;
თეთრი სეზამი — გემოვნებით;
დაფქული წითელი წიწაკა — 5 გრამი;
ახალი ქინძი — 1 კონა;
სეზამის ზეთი — 40 მლ;
ნიორი — 2 კბილი;
ძმარი (9%-იანი) — 100 მლ;
მარილი — გემოვნებით;
შაქარი — 240 გრამი;
შავი პილპილი — გემოვნებით;
სოიოს სოუსი (ჩვეულებრივი) — 200 მლ;
სოიოს შავი სოუსი — 6 სუფრის კოვზი;
სოუსი კიმჩი — 100 მლ;
კვერცხი — 4 ცალი.
კუქსუს მომზადების წესი
თავდაპირველად მოამზადეთ ბოსტნეულის ნაყენი: ჩაასხით ქვაბში ერთი ლიტრი თბილი ანადუღარი წყალი, ჩაამატეთ სოიოს ჩვეულებრივი და შავი სოუსები, დაბლენდერებული პომიდორი და ნიორი, სეზამის ზეთი, მარილი, შაქარი და ძმარი. დატოვეთ ნარევი ასეთ მდგომარეობაში 2 საათით.
ვიდეოში ნაჩენებია კუქსუს კიდევ ერთი, შედარებით მარტივი და ნაკლებინგრედიენტებიანი რეცეპტი
ამის შემდეგ:
აადუღეთ წყალი, გადმოდგით ცეცხლიდან და ერთი წუთის შემდეგ ჩაყარეთ მასში სოიოს ყლორტები;
ორი წუთის შემდეგ ამოიღეთ სოიოს ყლორტები მდუღარედან და გადაავლეთ ცივი წყალი. შემდეგ შეაშრეთ ხელსახოცით;
კომბოსტო დაჭერით გრძელ და თხელ ნაჭრებად;
გაფცქვენით 300 გრამი პომიდორი და დაჭერით კუბებად;
დაჭერით 250 გრამი კიტრი ნახევარრგოლებად, 150 გრამი კი გრძელ ნაჭრებად. ნახევარრგოლებს მოასხით სოუსი კიმჩი და ამოურიეთ;
ათქვიფეთ კვერცხი და შეწვით ზეთიან გახურებულ ტაფაზე. გააცივეთ და დაჭერით გრძელ თხელ ნაჭრებად;
მოხარშეთ „ლაფშა“;
დაჭერით ბოლოკი წვრილად და მოაყარეთ მარილი;
ორივე ფერის ბულგარულ წიწაკას მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი გემოვნებით. შედგით 150 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში და გამოაცხვეთ 3 წუთის განმავლობაში. გააცივეთ და დაჭერით კუბებად.
დაჭერით ხორცი შეძლებისდაგვარად თხელ, მოგრძო ნაჭრებად და შეწვით ზეთიან ტაფაზე, დაბალ ცეცხლზე, დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში. როცა ხორცი შეიწვება, დაამატეთ სოიოს სოუსი (2 სუფრის კოვზი) და ერთი კბილი დაჭყლეტილი ნიორი;
და, ბოლო ეტაპი (გახსოვდეთ, რომ კერძი 4 ულუფაზეა გათვლილი და ინგრედიენტები შესაბამისად უნდა განაწილდეს):
ღრმა თასში (ან თეფშში) ჩადეთ მოხარშული „ლაფშა“, გარშემო კი მანამდე მომზადებული ინგრედიენტები მოალაგეთ: სოიოს გათუთქული ყლორტები, კიტრი (ორივენაირად გამზადებული), პომიდორი, კომბოსტო, ბულგარული წიწაკა, ბოლოკი, შემწვარი ხორცი, დაჭრილი შემწვარი კვერცხი და მოაყარეთ ქინძი.
როდესაც ინგრედიეტების განთავსებას დაასრულებთ, დაასხით ზემოდან ბოსტნეულის ნაყენი — დაახლოებით 250 გრამი თითო ულუფას, და მოაყარეთ ზემოდან სეზამის თესლი (კუქსუ სუფრაზე შეგიძლიათ მიიტანოთ როგორც ცხელი, ისე ცივი ან ოთახის ტემპერატურისა).
უგემრიელესი და ძალიან სასარგებლო კუქსუ მზადაა.
გემრიელად მიირთვით!