თბილისი, 22 მარტი — Sputnik. უგანდის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ჰომოსექსუალური კავშირისთვის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს, იუწყება The Guardian.
გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტს 389 დეპუტატიდან 387-მა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი მხოლოდ ორი იყო.
ახლა კანონპროექტი ქვეყნის პრეზიდენტ იოვერი მუსევენის გადაეცემა განსახილველად, რომელიც, სავარაუდოდ, ვეტოს უფლებას არ გამოიყენებს და ხელს მოაწერს დოკუმენტს. ყოველ შემთხვევაში, ცოტა ხნის წინ მუსევენმა ჰომოსექსუალიზმი „ნორმიდან გადახრად“ შეაფასა.
როგორც აღინიშნება, კანონპროექტის თანახმად, ანალოგიური სასჯელი წესდება ჰომოსექსუალიზმის პოპულარიზაციის, გადაბირება-დაფინანსებისთვისაც.
ამ დროისათვის უგანდაში ერთნაირსქესიანთა სექსუალური კავშირები სამუდამო პატიმრობით ისჯება.
გამოცემის ცნობით, კანონპროექტის ადრინდელმა ვერსიამ საერთაშორისო საზოგადოების მძაფრი კრიტიკა გამოიწვია. შემდგომში ის უგანდის საკონსტიტუციო სასამართლომ პროცედურული მიზეზებით გააბათილა.
აღსანიშნავია, რომ ჰომოსექსუალიზმი აფრიკის ქვეყნების უმეტესობაშია კანონით აკრძალული.
წყარო: The Guardian