გინესის რეკორდების წიგნში კიდევ ერთი ქართველი შევიდა - ვიდეო

ახალგაზრდა არმრესლერი ნოდარ ქებაძე ახალი მსოფლიო ჩემპიონია.
Sputnik
კავკასიის მსოფლიო რეკორდების ფედერაციამ ოთხშაბათს 23 წლის ქართველი სპორტსმენის რეკორდი დააფიქსირა, რომელმაც ეგვიპტელი მაჰმუდ მუჰამად აიუბის 2021 წლის შედეგი გააუმჯობესა.
ნოდარ ქებაძე მარჯვენა ხელზე 211-ჯერ აიზიდა 3 წუთში. ქებაძე უკვე 10 წელია ვარჯიშობს და დარწმუნებულია, რომ მის ანგარიშზე კიდევ ბევრი მიღწევა ჩაიწერება.