ზაჰესის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ორი კვირის განმავლობაში შეიზღუდება

მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი ხიდზე დაგეგმილი სამუშაოების ჩატარებაა.
Sputnik
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. ზაჰესის ხიდზე 21 მარტის 23:00 საათიდან ორი კვირის განმავლობაში საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება, ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო ზაჰესის ხიდზე მოძრაობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთ ზოლში.
მერიის ცნობით, ზაჰესის დასახლებაში, გმირ ქართველ არტილერისტთა სახელობის ხიდზე გეგმური სამუშაოები იწყება. სამუშაოების ფარგლებში აღნიშნულ ტერიტორიაზე სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია განხორციელდება და დაზიანებული ფრაგმენტები აღდგება.
თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიშს უხდის.