საქართველოში 2022 წლის ეკონომიკური ზრდის მონაცემები დააზუსტეს

მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მეტი წილი ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს და გადამამუშავებელ მრეწველობას ეკუთვნის.
Sputnik
თბილისი, 21 მარტი - Sputnik. 2022 წელს მშპ-ის რეალურმა ზრდამ 2021 წელთან შედარებით 10,1% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) მასალებში.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, წინასწარი მონაცემების თანახმად, ეკონომიკური ზრდამ წინა წელს 10,1% შეადგინა. ამასთან, ახალი მონაცემებით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში ეკონომიკის ზრდამ შეადგინა 9,7%, მაშინ როდესაც მანამდე ეს მაჩვენებელი 9,5%-ის დონეზე იყო განსაზღვრული.
დაზუსტებული მონაცემებით, არსებული ფასების პირობებში, 2022 წლის მშპ-მა 71,8 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა, დეფლატორმა საანგარიშო პერიოდში 8,6% შეადგინა. მშპ-მა ერთ სულ მოსახლეზე – 6.671,9 დოლარი.

ეკონომიკის წამყვანი დარგები

2022 წელს ყველაზე მეტი ზრდა ინფორმაციისა და კომუნიკაციების, კომუნალური მომსახურების, ასევე სამთო-გადამამუშავებელ სფეროებში შეიმჩნეოდა.
2022 წლის საქართველოს ეკონომიკის 5 წამყვანი სფერო

ეკონომიკის წამყვანი დარგები

ზრდა, %

ინფორმაცია და კომუნიკაციები

49,9

ელექტრო- და გაზმომარაგება

38,9

ტრანსპორტი და სასაწყობე მეურნეობა

28,4

სამთომომპოვებელი მრეწველობა

22,8

ადმინისტრაციული საქმიანობა

17,3

ვარდნა დაფიქსირდა ჯანდაცვის, უძრავი ქონებისა და სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობის სფეროებში.
მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობის, გადამამუშავებელი მრეწველობის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციების სფეროები.
მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილის მქონე 5 წამყვანი დარგი:

ეკონომიკის სფერო

ხვედრითი წონა მშპ-ში %

ვაჭრობა

15,2%

გადამამუშავებელი მრეწველობა

11,1

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები

9,9

მშენებლობა

8,0

სოფლის მეურბეობა

7,0