მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა

ჟურნალისტთა დღის აღნიშვნა ქართულ ენაზე პირველი გაზეთის „საქართველოს გაზეთის" გამოცემას მიეძღვნა.
Sputnik
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართელოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მასმედიის წარმომადგებლებს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცა და პროფესიულ კარიერაში წარმატება უსურვა.
21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა. ის 1993 წლის 21 მარტს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად დააწესეს.
მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს არის თქვენი დღე. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ თქვენი საქმიანობისთვის, ყველას გისურვოთ წარმატება თქვენს პროფესიულ კარიერაში. გისურვებთ მშვიდობასა და ყოველივე საუკეთესოს", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

21 მარტს სიმბოლური დატვირთვა აქვს. სწორედ ამ დღეს, 1819 წლის 21 მარტს გამოვიდა პირველი ქართული გაზეთი. მას თავდაპირველად „ქართული გაზეთი", ხოლო შემდეგ „საქართველოს გაზეთი" ეწოდებოდა.