თბილისი, 21 მარტი – Sputnik. მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო მეტროს სადგურ „ისნის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება, ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
შეზღუდვები ნავთლუღის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით დაწესდა.
სამუშაოების განმავლობაში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ალტერნატიული გზის გამოყენებით.
კერძოდ, მძღოლები ნავთლუღის ქუჩიდან მარჯვნივ მოხვევით ქეთევან დედოფლის გამზირზე გადაადგილდებიან, შემდეგ ვაჟა ჩაჩავას, აწყურის ქუჩისა და კახეთის შესახვევის გავლით დაუკავშირდებიან ქეთევან დედოფლის გამზირს და ავლაბრის მოედნის მიმართულებით იმოძრავებენ.
შეზღუდვა ორი თვის განმავლობაში იმოქმედებს.