ბოლნისში 9 წლის ბიჭს ეძებენ

Sputnik
თბილისი, 21 მარტი – Sputnik. ბოლნისში 9 წლის ბიჭი დაიკარგა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი დილის 11 საათზე საცხოვრებელი კორპუსის წინ მდინარეზე ჩავიდა, მას შემდეგ კი აღარავის უნახავს.
დაკარგული ბავშვის შესახებ ინფორმაციის შემთხვევაში ოჯახი მოქალაქეებს სთხოვს, დარეკონ ნომერზე 595-74-84-70.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.