მოლდოვის მოქალაქე თბილისში გაუჩინარდა

მამაკაცი 13 მარტიდან მოყოლებული არ პასუხობს ტელეფონს. Google-ის რუკის მიხედვით, მისი ბოლო ადგილმდებარეობა ვერის სასაფლაოა.
Sputnik
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. მოლდოვის მოქალაქე პიოტრ ბუგორი ერთი კვირის წინ თბილისში დაიკარგა. ამის შესახებ მისმა საცოლემ დაწერა სოციალურ ქსელში.
მამაკაცი თბილისში 7 მარტს ჩამოფრინდა, ორი დღე ცხოვრობდა სასტუმრო Address Inn-ში, შემდეგ კი საოჯახო სასტუმროში გადავიდა, მაგრამ საცოლისთვის მისამართი არ უთქვამს.
პიოტრ ბუგორი
პიოტრ ბუგორი 25 წლისაა, საშუალო აღნაგობის, დაახლოებით 180 სმ სიმაღლის, წვერით. სავარაუდოდ, ეცვა შავი გრძელი ქურთუკი (ან ჯინსის), ლურჯი სპორტული ფეხსაცმელი (45 ზომა) და შავი შარვალი.
ბუგორი 13 მარტიდან არ პასუხობს ტელეფონს. Google-ის რუკის მიხედვით, მისი ბოლო ადგილმდებარეობა ვერის სასაფლაოა.
თუ ვინმეს რაიმე სახის ინფორმაცია აქვს, სთხოვენ დაუკავშირდნენ ტელეფონზე Viber, WhatsApp +380678166768.