თბილისი, 20 მარტი – Sputnik. მწერალი დათო ტურაშვილი კლინიკიდან გაწერეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
მწერლის ქალიშვილის ანაკო ტურაშვილის ინფორმაციით, დათო ტურაშვილის მდგომარეობა ამჟამად ნორმალურია.
„ინფარქტს გადაურჩა, ნერვიული შეტევა ჰქონდა", – განაცხადა ანაკო ტურაშვილმა.
დათო ტურაშვილმა გუშინ, 19 მარტს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში, რუბრიკაში „ტურიკას წიგნები" მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე ილაპარაკა. ემოციური გამოსვლის შემდეგ მწერალი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის კლინიკაში გადაიყვანა.
წყარო - ტელეკომპანია „მთავარი“