ბორჯღალოსნები ევროპის ჩემპიონები მე-15-ჯერ გახდნენ

ფინალში გამარჯვებით ქართველმა მორაგბეებმა მეასე მოგებული მატჩი იზეიმეს, რომელიც ამ ტურნირზე აქვთ ნათამაშევი
Sputnik
თბილისი, 20 მარტი – Sputnik. რაგბის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიის გუნდი ანგარიშით 38:11 გაანადგურა.
ფინალში გამარჯვებით ქართველმა მორაგბეებმა მეასე მოგებული მატჩი იზეიმეს, რომელიც ამ ტურნირზე აქვთ ნათამაშევი. გარდა ამისა, ქართველმა მორაგბეებმა წაუგებელი სერია 29 მატჩამდე გაზარდეს, რაც ახალი რეკორდია.
მატჩი პირველ ტაიმში თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ ანგარიშით 12:11 დასრულდა. თუმცა, მეორე ტაიმში ქართველებმა მოახერხეს ინიციატივის საკუთარ ხელში აღება და მატჩი 38:11 თავიანთ სასარგებლოდ დაასრულეს.
ტიტულის მოპოვების გარდა, საქართველოს ნაკრები რაგბის განახლებულ მსოფლიო რეიტინგში მე-11 პოზიციაზე გადაინაცვლებს.