თბილისი, 20 მარტი – Sputnik. თბილისში, ბაგების ტერიტორიაზე მამაკაცი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს დაზიანებები ბლაგვი საგნით და ხელკეტებით მიაყენეს. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. მომხდარ თავდასხმაში, სავარაუდოდ, რამდენიმე პირი მონაწილეობდა.
თვითმხილველების განცხადებით, ნიღბიანმა თავდამსხმელებმა მიმალვა მოახერხეს.
წყნეთის გზატკეცილის N19-თან ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
წყარო - ტელეკომპანია „მთავარი“.