თავისუფალი სტილით ჭიდაობა: ქართველებმა ბუქარესტში ოთხი მედალი მოიპოვეს

Sputnik
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა ბუქარესტში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოთხი მედალი მოიპოვა.
ტურნირის პირველ დღეს ვლადიმერ გამყრელიძე (79კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ლუკა ღვინჯილიამ (57 კგ), დავით ფაცინაშვილმა (70 კგ) და გოგა ოთინაშვილმა (65 კგ).
დღეს ფინალურ ბლოკში მედლებისთვის იბრძოლებს კიდევ სამი ქართველი ფალავანი.