რუსეთის რამდენმა მოქალაქემ მიიღო საქართველოს პასპორტი 2022 წელს

3.297 პირიდან, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღეს, 1.666-მა პირმა იგი დაკარგული მოქალაქეობის დროებითი აღდგენის წესით მიიღო
Sputnik
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. საქართველომ 2022 წელს მოქალაქეობა მისცა რუსეთის 3,3 ათას მოქალაქეს, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს პასუხში დეპუტატების კითხვაზე.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს მოქალაქეობის მოთხოვნით რუსეთის 7.860-მდე მოქალაქემ მიმართა, 3.297 განაცხადი დაკმაყოფილდა.
2.638 ადამიანს უარი ეთქვა მოქალაქეობაზე. დარჩენილი განაცხადები ან არ განხილულა, ან მათზე გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
3.297 პირიდან, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღეს, 1.666-მა მიიღო იგი დაკარგული მოქალაქეობის დროებითი აღდგენის წესით, 4-მა - როგორც საქართველოს ყოფილმა მოქალაქემ, 2-მა - გამარტივებული წესით და 1625-მა -საგამონაკლისო წესით.
2023 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღება უკვე 421-მა რუსმა მოახერხა, აქედან 324 - საგამონაკლისო წესით.