თბილისი, 19 მარტი - Sputnik. პოლონეთში საქართველოს 33 წლის მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“ პოლონურ მედიაზე დაყრდნობი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბრალდებულმა პოლონეთის რამდენიმე ქალაქში მაღაზიებისა და ბენზინგასამართი სადგურების სალაროები გაქურდა. ის ჯამში 6 საქმეშია ეჭვმიტანილი.
პოლიციამ ბრალდებულის იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების ჩანაწერის გაშიფვრის შედეგად შეძლო.
საქართველოს მოქალაქეს 3 თვიანი პატიმრობა შეეფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“