გურიაში რამდენიმე დღეა ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

Sputnik
თბილისი, 19 მარტი - Sputnik. ლანჩხუთში ახალგაზრდა მამაკაცს, გოჩა ებრალიძეს ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, გოჩა ებრალიძე 13 მარტს სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა.
ინფორმაციის შემთხვევაში ოჯახი მოქალაქეებს სთხოვს, დარეკონ ნომერზე 555-315-918.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.