მსოფლიო დღეს

ეკვადორში ძლიერი მიწისძვრა მოხდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები

6,5 მაგნიტუდის ბიძგები ეკვადორის დასავლეთში 44 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა
Sputnik
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა და 381 დაშავდა ეკვადორში ძლიერი მიწისძვრის შედეგად, იუწყება ქვეყნის პრეზიდენტის, გილიერმო ლასოს პრესსამსახური.
6,5 მაგნიტუდის ბიძგები ეკვადორის დასავლეთში 44 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა. მიწისძვრა ქვეყნის რამდენიმე პროვინციაში იგრძნობოდა.
„თოთხმეტი დაღუპული და 381 დაშავებული“, - ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ Twitter-ში გამოქვეყნებულ მოხსენებაში.
მიწისძვრა ძლიერად იგრძნობოდა ასევე ჩრდილოეთ პერუში - ტუმბესის რეგიონში ჩამონგრეულ სახლში ბავშვი დაიღუპა, იტყობინება რადიოსადგური RPP.
ადგილობრივი საავადმყოფოს ექიმზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი სახლის სახურავის ჩამონგრევის შედეგად გარდაიცვალა.