თბილისი, 19 მარტი - Sputnik. მწერალი დათო ტურაშვილი ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გამოსვლის შემდეგ შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს, ტურაშვილს ძლიერი ნერვული და, სავარაუდოდ, სტენოკარდიული შეტევა დაემართა.
„დათო ძლიერი ნერვული და სავარაუდოდ სტენოკარდიული შეტევის გამო, სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში. ტურაშვილს უმძიმესი ინფარქტი აქვს გადატანილი, შეტევა კი რამ გამოიწვია, მგონი რთული მისახვედრი არ უნდა იყოს“, - დაწერა კეკელიძემ.
როგორც მწერლის ქალიშვილმა ანაკო ტურაშვილმა განაცხადა, დათო ამჟამად შედარებით უკეთ არის, თუმცა დღეს მას მაინც დატოვებენ კლინიკაში.