თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ნატურალური ღვინის ფესტივალი Zero Compromise თბილისში 5-6 მაისს Silk Factory Studio-ს მრავალფუნქციურ მოედანზე გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ფესტივალი ორ დღეს პირველად გასტანს. ორგანიზატორების თქმით, ეს საქართველოში ბოლო წლებში სტუმრების ზრდას უკავშირდება.
ღვინის მოყვარულებს, ექსპერტებსა და იმპორტიორებს საშუალება ექნებათ უკეთ გაეცნონ ქართულ ნატურალურ ღვინოებს.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ის მარნები, რომლებიც ნატურალურ ღვინოს აწარმოებენ. შესაბამისად, ფორუმზე იქნება წარმოდგენილი ის ღვინო, რომელიც ნატურალური მეღვინეობის სტანდარტების დაცვითაა დამზადებული.